ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეს მოუსმინა.
ძლიერი, განვითარებული ქვეყნის მშენებლობის პროცესში, ილია მეორემ, სწორი ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი.
კათოლიკოს-პატრიარქმა, ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული, ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
შარშანდელის მსგავსად, ეპისტოლეს ნაწილი ეკლესიაზე შეტევის მცდელობის საკითხსაც დაეთმო. ადამიანები დაშორდნენ ღმერთს, რაც დაუცველობის განცდას იწვევს, – წერს კათოლიკოს პატრიარქი.