პატრიარქის ქადაგება

ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე, ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. როგორც პატრიარქმა განაცხადა, დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.