უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

ზუგდიდში, უგზო უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსახსენიებელი პარაკლისი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა მალხაზ ჭანტურიამ გადაიხადა. დღევანდელი მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-ომის ჩათვლით, 2 300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.