დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას.
სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიმართა.
იმ დროს, როცა ქართულ ენას მტერი ემუქრებოდა, ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა, – თქვა პატრიარქმა. მისმა უწმინდესობამ მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეზეც გაამახვილა ყურადღება და მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.