პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირადი ექიმის განცხადება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ პირველ არხს ილია მეორის პირადმა ექიმმა განუცხადა. ცისანა შარტავამ სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ის ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, პატრიარქის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ექიმის განცხადებით, პატრიარქისთვის სასწრაფო არ გამოუძახებიათ და მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.