საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის საბჭოს წევრებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პარაკლისი გადაიხადეს. ისინი ითხოვენ, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს თავისი სახელი დაერქვას და 22 დეკემბერი მიტევების დღედ გამოცხადდეს.
მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ზვიად გამსახურდიას შვილის მიმართ, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი და საავადმყოფოში მკურნალობს.