პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის განხილვისას სხდომაზე დღეს ბრალდებულებს მოუსმინეს, რომლებიც გლადანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები არიან. მათ ბრალი არ აღიარეს. დღესვე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 1 თებერვალს გაიმართება, სადაც დასკვნით სიტყვას ბრალდებულების უფლებადამცველები იტყვიან.