ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხს ეხმაურებიან „პარტიზანი მებაღეები“.
ნატა ფერაძე მოუწოდებს მერს, არ გასცეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლება და ინვესტორს სხვა ალტერნატიული გამოსავალი შესთავაზოს. მისი განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და მერიის მხრიდან მშენებლობაზე უარი კანონდარღვევად არ ჩაითვლება.
ფერაძის განცხადებით, დაუშვებელია მერმა ინვესტორთან შეხვედრები კონფიდენციალურად აწარმოოს და ამაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული. ამიტომ, მერიაში გაერთიანებული შეხვედრის მოწყობის მოთხოვნით, ორგანიზაციები – „მწვანე ალტერნატივა“, „პარტიზანი მებაღეები“ და „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ განცხადებას შეიტანენ.
იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვა გაიცა, „პარტიზანი მებაღეები“ მზად არიან, საპროტესტო აქციები მოაწყონ და მშენებლობას ხელი შეუშალონ.