აქცია თავისუფლების მოედანზე

12:39, 10.12.2022

თავისუფლების მოედანზე აქცია-მსვლელობა მოეწყო – სამოქალაქო აქტივისტები სლოგანს „თბილისი-მშვიდობის ქალაქი“ აპროტესტებენ და მის მოხსნას ან შეცვლას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მათ მერიასაც მიმართეს. მოქალაქეთა ჯგუფმა მითითებულ სლოგანს ბანერი შემოავლო ორი წარწერით: „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ და „თბილისი გმირების ქალაქი“. როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ამ შინაარსის სლოგანები გამოკითხვის შედეგად თავად მოქალაქეებმა აირჩიეს.

 

მსგავსი