ნატა ფერაძეს ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეეფარდა

ნატა ფერაძეს, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ცნო დამნაშავე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ის საკუთარ სახლში დააკავეს სამართალდამცავებმა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფერაძე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ფერაძის განცხადებით, ის ჩადენილ ქმედებას არ ნანობს. საქმე ეხება ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას, რომლის ამსახველი ვიდეოც ფერაძემ 9 იანვარს გაავრცელა.