აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა და კონტრაქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია გვიან ღამით დატოვეს. ამ დროისთვის კანცელარიასთან სიმშვიდეა. ორი პარალელური აქციის დაშლამდე, ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე აიყვანეს.

მისი დაკავება „თბილისი პრაიდის” აქციის მხარდამჭერის, ნატა ფერაძის გაყვანას მოჰყვა, რომელსაც ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა. წუხელ შეკრებილებთან მივიდა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელიც, რომელმაც მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებლობა ორივე აქციის ორგანიზატორებს  დააკისრა და განმარტა, რომ საპატრიარქომ განცხადება მხოლოდ პრევენციისთვის გაავრცელა.

რაც შეეხება „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების გეგმებს, მათი განცხადებით, დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.