პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და აცხადებენ, რომ მელია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

პოლიტიკოსები პარლამეტში დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდებიან. აქციაზე შეუძლოდ გახდა თაკო ჩარკვიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა ჩარკვიანს ექიმების დახმარება აღარ დასჭირდა.