მელია-გვარამიას ახალი პარტია ძველი სახეებით

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია შექმნეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის და წლების განმავლობაში პარტიის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის გზები მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გადაკვეთა. სახელწოდება „ახალი“, ნომერი ოთხი, ფერები – მწვანე და ნარინჯისფერი. გაერთიანებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის გამო წასული სხვა პოლიტიკოსებიც არიან. მელია-გვარამიას ალიანსს შეუერთდა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრიც. გეგმა და გათვლა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაზეა. თუმცა „ახალის“ შანსებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი. განსაკუთრებით მწვავე იყო გამოხმაურება მელიას ყოფილი პარტიიდან, რომელმაც ახალ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობის კლონი“ უწოდა.

თათია მაყაშვილი არკვევდა, მოქმედი პოლიტიკოსებიდან კიდევ ვინ მოიაზრებიან ახალ ერთობაში და რა სტრატეგიით ერთვება „ახალი“ 2024 წლის არჩევნებში.