შალვა პაპუაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და 19 აპრილის შეთანხმებას ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში წერს: 19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან“. ეს მუხლი „ქართულ ოცნებას“ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოახვიეს თავს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“. წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც ნიკა მელიას გათავისუფლებას იხსენებს და ამბობს, რომ თავდების თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ გადაიხადა. „ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ და პარტიები, ამ დღეებში, ყველაზე რადიკალური ქცევით გამოირჩევიან. ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

გუშინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, არაორაზროვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ძალადობრივი შტურმი. პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ. ამგვარი ზედაპირული და მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აქეზებს პოლიტიკურ ძალადობას და აზიანებს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში“. – ნათქვამია განცხადებაში.