დღესვე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებზე მომზადებული ანგარიში წარედგინება. თემატური მოკვლევის ანგარიში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. დასკვნის მიხედვით, დაბინძურების ძირითადი წყაროები ტრანსპორტი და მშენებლობაა. გარდა ამისა, ანგარიშში შეფასებულია მთავრობის სამოქმედო გეგმის, უკვე განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაა და მოყვანილია კონკრეტული რეკომენდაციები.