პარლამენტის საგაზაფხულო სესია

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში პირველად წარდგება. მას დეპუტატები 7 თებერვალს ელოდებიან, თუმცა მანამდე კანონმდებლები საგაზაფხულო სესიას თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში ხვალ გახსნიან.

ეს იქნება შვიდი წლის მანძილზე პირველი საგაზაფხულო სესია, რომელიც დედაქალაქში გაიხსნება.