პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში აქცენტი საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზეა გაკეთებული, მათ შორის, წლის ინიცირებულ და მიღებულ კანონპროექტებზე, ასევე საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში გაწეული სამუშაოების ანალიზზე.

პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აგრეთვე სახალხო დამცველი და მესამე სექტორი დაესწრო.