„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია. 81 მომხრე, 11 – წინააღმდეგი. დღესვე იგეგმება ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება. თუმცა მანამდე პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმებასა და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. გადაიხედა კანონში ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც აღნიშნული უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.