პარლამენტში ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზეა დანიშნული. დღის წესრიგში სოფო ქაცარავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია. მან მანდატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პროექტის ჩავარდნის შემდეგ დატოვა. საკანონმდებლო ორგანოში მისი ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ მომდევნო წევრს ბენედიქტ ქაშაკაშვილს შეუძლია. იმ შემთხვევაში კი, თუ ის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო პაატა გოგიხიაა. დღესვე კიდევ ერთი ადგილმონაცვლის საკითხი დადგება, კერძოდ, ბიურო თემურ გოცირიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს დააყენებს. ის ვანო ზარდიაშვილს შეცვლის.
განხილვისთვის ბიუროს ასევე წარედგინა ახალი ფრაქციის დოკუმენტაცია, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ წასული 6 დეპუტატი ქმნის. მისი ხელმძღვანელი განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.