პარლამენტის ბიუროს სხდომა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. დარეგისტრირებულ საკითხებს შორის იყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სასკოლო ღონისძიებების დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ.

ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. ასევე დარეგისტრირებულ საკითხებს შორის იყო კანონპროექტი ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ.

საკითხი, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე შევიდა, უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.