დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა იქნება წარდგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლების სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ. ცვლილება არ შეეხებათ მხოლოდ მართლმადიდებელი კონფესიის წარმომადგენლებს, ვინაიდან მათზე კონგორდატით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს.
ამ ინიციატივის წინააღმდეგ საქართველოში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს. როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რელიგიური უმცირესობებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვა დისკრიმინაციაა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივაში დისკრიმინაციულ ნიშნებს ხედავენ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.