ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ რეგულირებისთვის - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უნდა დაარეგულიროს – თემაზე განცხადებები გრძელდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია და ამას კონკრეტული კვლევებიც ადასტურებს, შესაბამისად, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივას პრევენციული მიზანი ექნება. ინიციატივის შინაარსის განხილვაში არ შედის ოპოზიცია. მათი ნაწილი ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.