დასრულდა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი რვა ჰექტარია. ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. პარკის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე. ბაკურიანში ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდი 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს. დაბაში დასკვნით ეტაპზეა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც.