პარკირების წესის დარღვევაზე კონტროლი მკაცრდება.
ახალი რეგულაცია პირველ ეტაპზე თბილისში ამოქმედდება. დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაემორჩილება ყველა ის ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე იქნება გაჩერებული. მძღოლს სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოუწევს, სანქციის ოდენობა ახლა ზუსტდება. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი თბილისის მერიაა. მიზეზად ტროტუარზე გაჩერებულ მანქანებთან დაკავშირებით მოქალაქეების გაზრდილი მიმართვიანობა სახელდება.