მომავალი წლიდან დედაქალაქში, ტროტუარებზე განთავსებული პარკირების ადგილების ოდენობა შემცირდება.
მერიის გეგმის მიხედვით, საფეხმავლო ტერიტორია ავტომობილებისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს. ახალი რეგულაციები თბილისში პარკირების ზონალური სისტემის დანერგვის შემდეგ ამოქმედდება. თბილისის კონკრეტულ ლოკაციებში ავტომობილის გაჩერების საფასური საათობრივი გახდება.
თბილისის ქუჩებში არსებულ ვითარებას მარიამ აფციაური გაეცნო.