პარკირების სისტემა თბილისში

პარკირება დედაქალაქში ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. თბილისის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიზეზი კერძო ავტომობილების სიმრავლეა, გამოსავალი კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. მერიაში განმარტავენ, რომ წელს ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების რაოდენობა გაიზრდება, შედეგად კი, ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფად, შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი. პარალელურად, გაწერილია ზონალურ-საათობრივი საპარკინგე სივრცეების დამატების გეგმაც, რომელიც თბილისის ყველაზე დატვირთულ ადგილებს მოიცავს.

მარიამ აფციაური დეტალებით.

მოამბე