უნგრეთის ქალაქ ეგერში მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა, მეოთხედფინალში გერმანელი სილვი ტაუბერი დაამარცხა, ნახევარფინალში კი – ბელარუსელი ალესია მაკრიტსკაია.
ფინალში ქართველი პარამოფარიკავე პარალიმპიურ, ორგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, იტალიელ ბეატრის ვიოს დაუპირისპირდა და 7:15 დამარცხდა.