ირმა ხეცურიანის მორიგი ოქრო

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე 15:2 დაამარცხა, ფინალურ ასპარეზობაში კი ტაილანდელს სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის მსოფლიო თასზე კიდევ ორი ქართველი – ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობენ, ისინი დღეს ინდივიდუალურ რაპირაში გამოვლენ, ხვალ კი გუნდურ რაპირაში შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას.