ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ორი მედლით დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ორი მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

ირმა ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ნახევარფინალში მან ამერიკელი მოფარიკავე ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალური ორთაბრძოლა კი ტაილანდელ სან სუნ იანთან 15:7 დათმო და მეორე ადგილზე გავიდა. კიდევ ერთი ქართველი, ნინა თიბილაშვილი კი ტურნირიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.