პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

12:16, 18.02.2018

უნგრეთის ქალაქ ეგერში მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა, მეოთხედფინალში გერმანელი სილვი ტაუბერი დაამარცხა, ნახევარფინალში კი – ბელარუსელი ალესია მაკრიტსკაია.

ფინალში ქართველი პარამოფარიკავე პარალიმპიურ, ორგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, იტალიელ ბეატრის ვიოს დაუპირისპირდა და 7:15 დამარცხდა.

მსგავსი