ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონია

ირმა ხეცურიანი  ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. თბილისში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ფინალში ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა ანგარიშით 15:3 დაამარცხა და მსოფლიოს თასს დაეუფლა.

ხეცურიანმა შარშან რომში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასს საქართველო 8 ნოემბრიდან მასპინძლობს – შეჯიბრებაში მსოფლიო თასზე 40-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

გათამაშებაზე დასასწრებად თბილისში საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი იმყოფება.

 

დატოვე კომენტარი