მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაზე.
პროგრამის გაფართოების და მასში ბიჭების ჩართვის მიუხედავად, სტატისტიკა წლიდან წლამდე არ იზრდება. უახლესი კვლევებიც ადასტურებს, რომ სამიზნე ჯგუფების სრული ვაქცინაციით საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მკვეთრი შემცირება და პრაქტიკულად ნულამდე დაყვანაა შესაძლებელი. საქართველოში უფასო ვაქცინაცია 2019 წლიდან დაიწყო. პროგრამა 10-დან 46 წლამდე ქალების და 10-დან 27 წლამდე ბიჭების აცრებს მოიცავს. „მოამბე“ დაინტერესდა, რა ზომებს იღებს ჯანდაცვის უწყება იმისათვის, რომ პროგრამით სარგებლობის მაჩვენებელი და სამიზნე ჯგუფების მოცვის სტატისტიკა გაიზარდოს.