პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მედდას, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერის დაინფიცირების სავარაუდო წყაროდ სახელდება, კლინიკაში 30 აპრილიდან არ უმუშავია. მისივე თქმით, 15-დღიან ცვლებში მომუშავე პერსონალს, ვირუსზე ტესტირება ცვლის დაწყებისა და დასრულებისას, მუდმივად უტარდება.