შემთხვევა თბილისში

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთი პირი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ორი დაშავებული კი მკურნალობის კურსს ალადაშვილის კლინიკაში გადის.