პაატა სალიას განცხადება

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ მისი ხელმოწერა ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, გაყალბებულია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ ბერლინში 2010 წლის 4 თებერვალს ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის, არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და ხალვაშის მხარე მზად არის, ეს სასამართლოშიც დაამტკიცოს.