ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი - "ქართული ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება
ოზურგეთი, სადაც არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, ისევ ყურადღების ცენტრშია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, “ქართული ოცნება” გაყალბებისთვის ემზადება. მმართველ გუნდში ოპონენტისთვის ჯერ არ უპასუხიათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მესამე სექტორის ანგარიშშიც მოხვდა. ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები, მმართველი გუნდის კანდიდატის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ.
“ქართულ ოცნებაში” კი ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და ოპონენტის განცხადებები ცილისწამებად შეაფასეს.
ხვალ ოზურგეთში რეგისტრირებული 62 274 ამომრჩეველი, სასურველი კანდიდატის მხარდაჭერას საარჩევნო ბიულეტენზე დააფიქსირებს.