ვითარება ბაღდათში ისევ მძიმეა – სოფელ ნერგეეთში მეწყრის ქვეშ ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ხუთ დაკარგულ პირს. ოთხი მოქალაქის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 200 მაშველი, კინოლოგთა ჯგუფები და მძიმე ტექნიკა. სტიქია ღამით მოხდა. მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი სრულად დაფარა.
ბაღდათიდან შალვა სუმბაძე დეტალებით.