ოთარ შამუგიას მოსმენა პარლამენტში 

პარლამენტში მისული სოფლის მეურნეობის მინისტრი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.

ნარჩენების მართვა, ჰაერის დაბინძურება, ევროკავშირის ბაზრების ათვისება, სარწყავი სისტემების მოწესრიგება – ეს ის საკითხებია, რაზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში ოპონენტებმა ოთარ შამუგიას მწვავე კითხვები დაუსვეს. მანამდე მინისტრმა დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა და უკვე დასრულებულ პროექტებთან ერთად სამომავლო სტრატეგია და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები გააცნო. გეგმებს შორის დასახელდა სტიქიური პროცესების პროგნოზირებისთვის საჭირო 300-მდე სადგურის ამოქმედება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა რადიაქტიური ნარჩენების მართვისთვის. ასევე იგეგმება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გამკაცრება.