ელ-ცენტროში მომხდარი ინციდენტიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს.
მთავარი პროკურატურა ყოფილ მთავარ პროკურორს ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემას ედავება. თუმცა, ამჯერად დავის საგანი ხდება ბრალდების კვალიფიკაცია. გამოძიების ვერსიას, რომ ლაშა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფით ნიადაგზე მიაყანეს, დაზარალებულად ცნობილი თორდია არ ეთანხმება და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
ექს მაღალი თანამდებობის პირისთვის ბრალის წაყენებამ და რამდენიმე საათში სასამართლო პროცესის გამართვამ კითხვები გააჩინა პოლიტიკურ წრეებშიც. ოპოზიცია 2017 წლის მაისში მომხდარ გახმაურებულ ფაქტზე პროკურატურის გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს.