ეროვნულ გალერეაში ოთარ ჩხარტიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება“, ორი ნაწილისგან შედგება: „წელიწადის ოთხი დრო – ჩემი ეზო“ და „ახალი რეალიზმი“.
გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან ოთარ ჩხარტიშვილის მიერ 1967 წლიდან 2002 წლამდე შექმნილი 60 ნამუშევარია წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით – „სახვითი ხელოვნების სწავლების საწყისები“.