მირიან შველიძის ნამუშევრების გამოფენა

ეროვნულ გალერეაში მირიან შველიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემქმნელის რეტროსპექტივა, სახელწოდებით „მირო“, მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას: დაზგურ ფერწერას, კედლის მხატვრობასა და სცენოგრაფიას წარმოადგენს. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 28 იანვრის ჩათვლით შეუძლია.