სამხატვრო გალერეა რუსთავში

20 წლის შემდეგ პირველად რუსთავში სამხატვრო გალერეა გაიხსნა. საექსპოზიციო სივრცეში მხატვარ ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრების სერიაა წარმოდგენილი, სახელწოდებით „წელიწადის ოთხი დრო – ჩემი ეზო“. ფერწერულ ტილოებზე, მხატვრის სახლის ფანჯრიდან დანახული, 70- 80-იანი წლების რუსთავია ასახული.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და მულტიდისციპლინური კონცეფციით, ახალგაზრდების მისაღებად უკვე მზადაა. ხელოვნების გალერეა ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.