თამაზ ვარვარიძის ნამუშევრების გამოფენა

ეროვნულ გალერეაში მხატვარ თამაზ ვარვარიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია 1968 წლიდან დღემდე შექმნილ 50-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. თამაზ ვარვარიძე მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ქართველ მხატვართა თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გრაფიკოსთა და გრაფიკოს-დიზაინერთა არაერთი თაობა აღზარდა. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.