ოსკარის ქართული სელექცია

ამერიკის კინოაკადემია ნომინანტებს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ტრადიციულად ზამთარში დაასახელებს, თუმცა მანამდე სტარტს იღებს წინა საოსკარო მარათონი.

კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს უკვე მიმართა თხოვნით, საქართველოდან 2018 წლის კანდიდატი ფილმი შეარჩიონ. განაცხადების მიღება დასრულებულია და ახლა საუკეთესო სურათის გამოსავლენად ქართულმა ჟიურიმ უნდა იმსჯელოს.