საპატიო ზუგდიდელის წოდება

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების 2020-2021 წლების ნომინანტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 12 მოქალაქეს, მათ შორის იმუნოლოგს, პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელს თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც წარმოშობით ზუგდიდიდანაა. ღონისძიებაში ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“ და მომღერალი ნანა ჩიქავა მონაწილეობდნენ.