ოსკარის ნომინანტები

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში რვა ფილმი იბრძოლებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე კი ნამუშევრები წარდგენილია დანიიდან, რუმინეთიდან, ტუნისიდან, ჰონგ კონგიდან და ბოსნია და ჰერცოგოვინადან.

ოსკარის ნომინანტებს შორის ისეთი რეჟისორებისა და პროდიუსერების ფილმები მოხვდნენ, როგორებიც არიან დევიდ ფინჩერი, თომას ვინტერბერგი და აარონ სორკინი. მამაკაცებს კონკურენციას ქალი რეჟისორები, ქლოა ჩჟაო და ემერალდ ფენელი გაუწევენ.

ოსკარების დაჯილდოვების 93-ე ცერემონია 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.