ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შემოწირულობებით აშენდა. ტაძრის გახსნას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.