ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ემიგრანტები წლებია ელოდნენ.
მზად არის ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს განსაზღვრავს.
კანონპროექტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვას აღარ გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში, პირმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის კომისიას, რომლის დაკომპლექტების წესიც იცვლება.
კანონში დაგეგმილი ცვლილება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შანსსაც აძლევს.
ცვლილებების მომზადება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოიღეს ფორმულირება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ერთდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ყოფილიყო.