გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მთავრობის მეთაურობამდე, ოთხი თვის განმავლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, 2012 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე კი ეკონომიკის მინისტრი. 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის დეკემბრამდე ჰქონდა ვიცე-პრემიერის სტატუსი.
ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლამდე ის ,,ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე და სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა, მმართველი გუნდი ამ ცვლილებებს არ ადასტურებდა.
ორი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისულმა პრემიერმა თავადაც თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი.