სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება ორივე ქვეყანაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ, მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა. სომხეთში ამტკიცებენ, რომ დარტყმების სამიზნე „მშვიდობიანი დასახლებული პუნქტებია“. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ „სომხეთის არმია მოწინააღმდეგის შეტევას წარმატებულად იგერიებს“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ქვეყნის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. ბაქოში იუწყებიან, რომ შეტევაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია. „აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა და ობიექტები, როგორც წინა ხაზზე ისე, მეტოქის დაცვის ხაზში. ხდება მათი განადგურება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან